ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს
By

ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს

მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი-სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ბეტონის ფილები და ხელოვნური საფარი, გაკეთდა სექციური ღობე და ლითონის კონსტრუქციები, დამონტაჟდა განათების სისტემა. მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშოდ.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, წელს 5 მინი-სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

დასასრულს უახლოვდება სოფელ უჩხითში, ძველი სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოები. უახლოეს დღეებში თენგო ცინცაძის ხუთსულიანი ოჯახი შეძლებს სრულიად უსაფრთხო და ნორმალურ გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, წელს 4 ახალი სახლი აშენდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთსა და უჩხითში იმყოფებოდნენ და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *