
By
ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სარფის სანაპირო ზოლში, ტურისტული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. პროექტები
რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდას და ვიზიტიორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
უკვე დასრულებულია „სარფის საქანელა – სავიზიტო ბარათი“, სარფის სანაპირო ზოლის ჩასასვლელი პანდუსი და ბილიკი, მოეწყო სკვერი.