ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
By

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.  თანამედროვე სტანდარტების, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით, ასევე, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი. დასკვნით ეტაპზეა მთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. ამ ეტაპზე რიყეთი-ზარზმის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცენტრალური გაზის მაგისტრალის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც დაახლოებით 12 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დამატებით 15 200-მდე აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება.


კურორტ გოდერძიზე დასრულდა სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომელსაც შპს ,,გოდერძი რეზორტი”, კურორტების განვითარების სააგენტო, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი საოფისედ გამოიყენებს. ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე და რეგიონის სხვა პასუხისმგებელი პირები გაეცნენ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აგვისტო 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *