ირაკლი გოგავა: საქართველო გახდა სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა
გუშინდელი დღე – ეს იყო ე.წ. ოპოზიციური ძალების, რადიკალების სრული ფიასკო, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ: „ვფიქრობ, მომხდარი უცხოური სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობის ბრალია. როგორც ჩანს, ისინი რეალობას არ იცნობენ – აქ უკვე სხვა სახელმწიფოა, 90-იან წლებში რაც იყო, ის აქ აღარ არის. რამდენიმე კვირის წინ ძალოვანი მინისტრები შეიცვალნენ, მაგრამ ძალოვანი, უსაფრთხოების სისტემა მდგრადად მუშაობს. უფრო ეფექტურად, დაჩქარებული ფორმატით მოხდა ყველაფრის მართვა. ამიტომ, დღეს საქართველო გახდა სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ეს ყველაფერი ჩვენ გუშინ ვნახეთ. პოლიტიკური ლიდერი იყო ივანიშვილი და ამ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გამო ის ნელ-ნელა ყალიბდება, როგორც ეროვნული ლიდერი. მთავარია, ჩვენ რას მოგვიტანს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა – მოგვიტანს იმას, რომ ძალიან მალე ვიხილავთ იმ ევროპულ და ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოებს, რომლებიც პოზიტიური დღის წესრიგით მოვლენ ჩვენთან თანამშრომლობის შემოთავაზებით“.