
By
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი აღარაა
ირაკლი დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას გოჩა ვანაძე შეასრულებს, რომელიც ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო.
ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე 2022 წლიდან იმყოფებოდა. გამოძიების თანახმად, ის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად ცნეს. გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე (ირაკლი დგებუაძეზე) თავდასხმას ედავება.