By
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და ბანკის ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მონაწილეობა განიხილეს.
პრემიერის თქმით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი საინვესტიციო პორტფელი ქვეყანაში უკვე 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, თბილისში ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის როგორც ინვესტიციების მოზიდვისთვის, ისე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.