
ირაკლი კობახიძე – ევროკომისიის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ათამდე სახელმწიფოსაც კი უსწრებს
„ევროკომისიის ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ, პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი.
„მე გამიჭირდება თქმა, გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისია საკუთარ ანგარიშს, სადაც საუბარია მნიშვნელოვან პროგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი – რეფორმების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ქულებით შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ბევრად უსწრებდა როგორც მოლდოვას, ისე ბოსნიას, თუმცა გახსოვთ, რომ მაშინ ამ ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.