ირაკლი კობახიძე – ელდარ შენგელაიამ ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა
By

ირაკლი კობახიძე – ელდარ შენგელაიამ ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა

პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომელმაც ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.
ელდარ შენგელაიას სახით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა. როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, – წერს ირაკლი კობახიძე.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *