19 C ბათუმი
Tuesday 22nd July 2025
ირაკლი კობახიძე: ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე
By

ირაკლი კობახიძე: ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პირი თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და „ბარიგების“ მფარველობასთან დაკავშირებით.

„როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი – ეს იყო, პირველ რიგში, „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, ასევე, იყო ერთ-ერთი, ჟურნალისტი ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს კორუფციასა და „ბარიგების“ მფარველობასთან დაკავშირებით. თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე და „ბარიგების“ მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. განსაკუთრებით ბოლო ბრალდება ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილსა და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იმავე კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია – ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და, შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *