ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.

ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარტნიორობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *