19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ირაკლი კობახიძე – პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად
By

ირაკლი კობახიძე – პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, ასევე 6 000 დევნილი ოჯახი, მიმდინარე პროექტების საფუძველზე, დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით.
„პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პროგრამაში კონკრეტული მონაცემები გვქონდა წარმოდგენილი. დევნილების ღირსეული საცხოვრისით დაკმაყოფილება – 6000 ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ გეგმებისა, რაც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ როდესაც მიწევს ხოლმე საუბარი მთავრობის ანგარიშზე, გეგმებზე, მიწევს ხოლმე დაახლოებით 90%-ის გაფილტვრა იმ გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან, რაც არის ხოლმე წარმოდგენილი. აქედან ჩანს, თუ რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებს თითოეული სამინისტრო და ასევე ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, ზრუნვას პოლიციაზე, სამართალდამცავ უწყებებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *