ირაკლი კობახიძე – რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული
By

ირაკლი კობახიძე – რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული

„კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული. რამდენიც ჩადიოდა ძალადობას იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობაში.

„ადამიანები იმალებიან ერთი კვირის განმავლობაში, სპეცრაზმი სჭირდება როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან. რა თქმა უნდა, სპეცრაზმის ჩართულობაა იმისთვის საჭირო, რომ მოხდეს დაკავება. მინდა შეგახსენოთ, ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალება გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ჩვენ ყველანაირად ვცადეთ, რომ დაგვეზღვია ეს ადამიანები ამისგან, თუმცა ისინი ჩაერთნენ დამხობის მცდელობაში. შესაბამისად, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ და ყველა იქნება დაკავებული“, – განაცხადა კობახიძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *