19 C ბათუმი
Tuesday 22nd July 2025
ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

უწყების ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე – ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დაესწრო.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *