19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *