ირაკლი კობახიძე: უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია  
By

ირაკლი კობახიძე: უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია  

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, – განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის  მშენებლობის დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის  პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება“, –  აღნიშნა  პრემიერ-მინისტრმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *