18 C ბათუმი
Friday 13th June 2025
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
„აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *