ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა
By

ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გარი ჯონსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო BP-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ BP ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის, მათ შორის, სამუშაო ადგილების შექმნის და საზოგადოებრივ სფეროში საინვესტიციო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განიხილეს BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას.

„ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) როლი, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი შაჰდენიზის საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, ასევე BP-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის შემდგომი განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“ , – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *