
ირაკლი კუპრაძე: ბერლინში შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებსაც
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ბერლინში „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას შეხვდა. კუპრაძის თქმით, იგი ასევე, შეხვდა ევროპელ პოლიტიკოსებსაც.
„ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე. მე შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის, შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სანამ უვიზო მიმოსვლა არ დაგვიკარგავს „ქართული ოცნების“ ბრალეულობით საქართველოს მოქალაქეებს და, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ვხვდებით ადამიანებს, მათ შორის, ევროპელ პოლიტიკოსებს და, მათ შორის, გიორგი გახარიას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.