ირაკლი კუპრაძე – თბილისის მერობის კანდიდატი
By

ირაკლი კუპრაძე – თბილისის მერობის კანდიდატი

პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. მერობის კანდიდატი რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილებს ალეკო ელისაშვილმა წარუდგინა.

„ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მთელი გულით მინდა, ვიდრე შემიძლია, ვიდრე ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე… არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის. ისე გავერთეთ ეს ერთი წელია, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ ხალხი დაგვავიწყდა საერთოდ. ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს. სწორედ ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები, სოფლები“ – ეს არის ორი პოლიტიკური პარტიის საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

როგორც ცნობილია, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასულ თვეში გააფორმეს.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *