ირაკლი ნადირაძე: ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი!..
By

ირაკლი ნადირაძე: ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი!..

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლას ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, სადაც იგი 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობასა და ძალადობას სოლიდარობას უცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა. კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს: „მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის და მშვიდობიანი დამხობისთვის ემზადებიან. შეშინებულ პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი. არავინ გაბედოს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართოს ხელი! თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ”.ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „აბსოლუტური კატასტროფაა“ ის, რომ: „ევროკომისიის პრესსპიკერი თავისი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობას, თუ  იქნება ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც მისი პრესსპიკერის განცხადების გამო“.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *