
ირაკლი ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლებს შეხვდა
ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად იგი სოფელ ცეცხლაურში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას ირაკლი ცეცხლაძე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვისაუბრეთ გასულ წლებში ცეცხლაურის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტებზე – თიკერის დასახლებაში კეთილმოეწყო სკვერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლიმონტრესტის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერის მოწყობა, აქტიურად ხორციელდება გზების ბეტონირება, გარეგანათებების მონტაჟი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცეცხლაურში სპორტულ მოედანს, ხინოს დასახლებაში აშენდა ახალი სტადიონი, მიმდინარეობს ინდივიდუალური სოციალური სახლების მშენებლობა, აშენდა ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ყურადღება გავამახვილეთ დასახლებაში არსებულ გამოწვევებზე. რჩება რიგი საკითხები, რომლებსაც მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, ეტაპობრივად, აუცილებლად მოვაგვარებთ,“ – წერს ცეცხლაძე სოციალურ ქსელში.