By
ირანთან მორიგების 15-პუნქტიანი გეგმა
ირანთან მორიგების 15-პუნქტიანი გეგმა
ისრაელურმა მედიამ გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.
ამერიკელების მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს:
- 1.არსებულ ბირთვულ სიმძლავრეებზე უარის თქმას;
- 2.ვალდებულებას, რომ ირანი არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს;
- 3.ირანი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვულ მასალას არ გაამდიდრებს;
- 4.გამდიდრებული ბირთვული მასალა სრულად გადავა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დაქვემდებარებაში;
- 5.ირანი ნათანზში, ისპაანსა და ფორდოში ბირთვული ობიექტების მუშაობას გააჩერებს;
- 6.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექნება წვდომა ირანის მთელ ბირთვულ პროგრამაზე;
- 7.პროქსი ძალების გამოყენების პოლიტიკაზე უარის თქმა;
- 8.რეგიონული დანაყოფების დაფინანსებისა და შეიარაღების შეწყვეტა;
- 9.ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, როგორც თავისუფალი საზღვაო ზონა;
- 10.სარაკეტო პროგრამა: გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული, მაგრამ რაკეტების რაოდენობა და მოქმედების მანძილის შემცირება იქნება საჭირო;
- 11.რაკეტების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის;
- 12.ირანზე დაწესებული ყველა სანქციის გაუქმება;
- 13.ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროგრამის მხარდაჭერა, კერძოდ, ელექტროენერგიის წარმოების მიზნით;
- 14.სანქციების ავტომატური დაბრუნების საფრთხის მოხსნა;
- 15.ირანი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას და უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.