19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით
By

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: თუ აშშ პირდაპირ ჩაერევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლით

თუ აშშ-ს სურს, ისრაელის მხარდასაჭერად აქტიურად ჩაერიოს, მაშინ ირანს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ თავის დასაცავად და აგრესორებისთვის ჭკუის სასწავლებლად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პირდაპირი ჩარევის შემთხვევაში, ირანი „ყველა საჭირო სამხედრო ვარიანტს“ განიხილავს.
„თუ მათ არ სურთ, რომ ისრაელის აგრესია შეაჩერონ, მაშინ აშშ-სთვის ჩვენი რეკომენდაციაა, გვერდით გადგნენ“, – აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ. მანმადე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელ-ირანს შორის კონფლიქტში აშშ-ის პოტენციურ ჩარევასთან დაკავშრებით.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *