By
„ირანის შიდა საქმეებში გარე ჩარევას ვეწინააღმდეგებით“
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ თეირანი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის, მაშინ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს.
„ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და მუქარას არ ეთანხმება“, – აღნიშნა მაო ნინმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი – აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.