ისევ თოვს…
16 იანვრის დილიდან აჭარის მთიანეთის მთელ ტერიტორიაზე ინტენსიური თოვა დაიწყო. ისევ ჩაიკეტა და ჩაიხერგა სოფლებში მისასვლელი საავტომობილო გზები. ხულოს, შუახევის, ქედის რაიონების შორეულ სოფლებში დენის მიწოდებაში წყვეტილობაა.
აჭარის საავტომობილო გზებისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებითაა დაკავებული. ზვავსაშიშროებაა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.
მუნიციპალიტეტების სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს განახლდება. სამივე მუნიციპალიტეტის სასიცოცხლო ობიექტებისა და საჯარო სამსახურების პერსონალი მუშაობას აგრძელებს.
სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში არამდგრად ამინდს პროგნიზირებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მძღოლებს მოუწოდებს, დაბალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ცოტნე ცაბაძე