19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს
By

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტიეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ირანში ნატანზის „ბირთვული იარაღის“ ობიექტს შეუტია. როგორც „ბი-ბი-სი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, 18 ივნისს, ღამით, საჰაერო ძალებმა ნატანზში მდებარე ობიექტს შეუტიეს, რომელიც, ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.
„ობიექტზე განთავსებულია უნიკალური კომპონენტები და აღჭურვილობა, რომლებიც გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად და იქ მუშავდება პროექტები, რომლებიც ბირთვული იარაღის პროგრამის დაჩქარებას უწყობს ხელს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცნობისთვის, გასულ პარასკევს ისრაელმა ნატანზის მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება ხდებოდა, კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, მძიმედ დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *