By
ისრაელის ქალაქ ხაიფაში, ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, შენობის ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას ისრაელის მედია სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გრძელდება სამაშველო ოპერაცია და მცდელობა კიდევ ორი ჩარჩენილი პირის მოსაძებნად“, – აცხადებენ სამაშველო სამსახურები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნანგრევებში ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რომლებსაც მაშველები ეძებდნენ.