ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის 40%-ს აკონტროლებს
By

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის 40%-ს აკონტროლებს

ისრაელი ქალაქ ღაზის 40%-ს აკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა განაცხადა.

„ჩვენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას ვაგრძელებთ. დღევანდელი მდგომარეობით, ქალაქ ღაზის 40%-ს ვაკონტროლებთ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

მისი თქმით, „უახლოეს დღეებში ოპერაცია გაფართოვდება და გაძლიერდება“.

„ჩვენ „ჰამასის“ დევნას ყველგან გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *