ისრაელი ირანს ემუქრება
By

ისრაელი ირანს ემუქრება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.

„ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს. თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.

„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *