ისრაელმა კონფლიქტში „ჰეზბოლას“ ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა
By

ისრაელმა კონფლიქტში „ჰეზბოლას“ ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონფლიქტში „ჰეზბოლას“ ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა, -ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყვნენ „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაურები, მისი ელიტური რადვანის ძალების წევრები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე, სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და მათი ინფრასტრუქტურა.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ევაკუირებულია დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყველას მოუწოდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით გადასულიყვნენ. ამასთან, ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებიდან.

 

  • No Comments
  • მარტი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *