19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
By

ისრაელში იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები, მათ ქვეყანაში, დაიცავენ ებრაელების უსაფრთხოებას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თვალს ადევნებენ დაღესტანში მიმდინარე მოვლენებს და „იმედოვნებენ, რომ რუსი სამართალდამცავები დაიცავენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის უსაფრთხოებას. ამასთან, მტკიცედ იმოქმედებენ არეულობის წინააღმდეგ“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის ელჩი რუსეთში ყველაფერს აკეთებს თვითმფრინავის მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მცირე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებისგან გავიგეთ, რომ დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში პროპალესტინელი მომიტინგეები შეიჭრნენ, ცდილობდნენ, ისრაელიდან ჩასული ებრაელების მოძებნას და მათი მისამართით მუქარასა და შეურაცხყოფას გამოხატავდნენ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *