19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა
By

ისრაელში საქართველოს საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა

ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჭურვი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *