By
ისრაელ კაცი – ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში სამუდამოდ დარჩებიან.
„თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზის უსაფრთხოების ზონაში“, -აღნიშნა კაცმა.
მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებულ დარტყმებზე ისაუბრა.
„მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.