ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
By

ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან. შეჯიბრების დაწყებამდე ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელზეც ტურნირის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხები. ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით იმართება.

ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 25 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *