ისტორიული მისია ახალ ფორმატში აღზევდა
By

ისტორიული მისია ახალ ფორმატში აღზევდა

„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის ახალ ფორმატში აღზევებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან.

„ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი ვითარდება. მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ამ თავშეყრის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენი დისკუსიის საგნად“ – განაცხადა ალი ასადოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში.

„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში, ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპასა და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის.

ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, – აღნიშნა ალი ასადოვმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *