ისტორიული პრეცედენტი
By

ისტორიული პრეცედენტი

რამდენიმე დღეში, 21 ოქტომბერს, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის „ლა სანტეში“ – პარიზის ცნობილ ციხეში გადაიყვანენ. მას ხუთი წელი აქვს მისჯილი პარიზის სასამართლოს განჩინებით 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო ლიბიური დაფინანსების საქმეზე. ინფორმაციას, RTL-ზე დაყრდნობით, France Télévisions-ი ავრცელებს.

ნიკოლა სარკოზი „დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობისა“ და უკანონო დაფინანსების მფარველობის გამო. დამნაშავედ 25 სექტემბერს ცნეს. როგორც საგამოძიებო მასალებშია აღნიშნული, 2007 წელს სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიას მუამარ კადაფის ლიბია უკანონოდ აფინანსებდა.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ ციხეში დროის გატარება მაინც მოუწევს სააპელაციო განხილვის მოლოდინში, ვინაიდან სასამართლომ მასზე დაუყოვნებელი წინასწარი პატიმრობის ორდერი გამოსცა.

ციხე სახელწოდებით „ლა სანტე “ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უსაფრთხო სასჯელაღსრულების დაწესებულებაა საფრანგეთში. მეტი უსაფრთხოებისთვის ევროკავშირის მასშტაბით პატიმრობაში პირველად მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ან იზოლირებულ საკანში მოათავსებენ, ან სპეციალურ „დაცვის ზონაში“, სადაც, ჩვეულებისამებრ, სასჯელს იხდიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები.

.სარკოზის საკნის ფართობი დაახლოებით 9 მ²-ი იქნება და მასში განთავსებულია საწოლი, კარადა, საშხაპე, ხოლო თუ თანხას თავად გადაიხდის – ტელევიზორი ან მაცივარიც.
კვირაში სამჯერ დართავენ ადვოკატთან ან ახლობელთან შეხვედრის ნებას, ხოლო მობილური ტელეფონით 24 საათის განმავლობაში შეძლებს სარგებლობას, თუმცა მხოლოდ სასამართლოს მიერ დამტკიცებულ ნომრებზე შეძლებს დარეკვას.

ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, სარკოზის გასეირნება ცალკე ეზოში, დღეში ორჯერ, იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სარკოზის ადვოკატებს უკვე აქვთ უფლება, პირველივე დღეს მოითხოვონ მისი დროებითი გათავისუფლება. სასამართლოს ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვე აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში 70 წელს გადაცილებულ პატიმრებს ხშირად უმსუბუქებენ სასჯელს, მაგალითად, შინაპატიმრობით უცვლიან, ნიკოლა სარკოზის, რომელსაც უკვე შეუსრულდა 70 წელი (მიმდინარე წლის 28 იანვარს), მასზე სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება მაინც არ იმოქმედებს, ვინაიდან რადგან კანონის თანახმად, შეღავათი მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს, როცა განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს კი სარკოზის შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა.

ახალი სასამართლო პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, ექვს თვეში გაიმართება, სარკოზის ადვოკატები შეეცდებიან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობის დამტკიცებას. .

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *