ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
„ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შედეგები არის ნამდვილად შთამბეჭდავი სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და დღესაც 97 პირი იქნა დაკავებული სწორედ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით. ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
იარაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი: „ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, მიგრაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“.