
By
იტალიელმა და ესპანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
ტურის ფარგლებში მოგზაურებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა მოინახულეს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქედის ძირითადი ტურისტული ადგილების გადაღების შემდეგ, ისინი ჩირუხის მთას სტუმრობდნენ, სადაც საზაფხულო იალაღებზე ავთენტური აჭარული ხის სახლების, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის გამოცდისა და შუამთის ტბების მონახულების, ადგილობრივების გადაღების საშუალება ჰქონდათ.
უცხოელმა მოგზაურებმა დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს.
აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ათასობით გამომწერს უზიარებდნენ.
ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.
გალერეა

