იუნესკოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
By

იუნესკოს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ხორბალი ქვეყნის მატერიალური, ასევე, არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია.

„იუნესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომელიც გაჯერებულია ღირებული კულტურული მემკვიდრეობებით. ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის, აგრარული მიმართულებით – ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა, დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხორბალი ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. მისი ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის და არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს იუნესკომაც დაადასტურა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *