იშვიათი დაავადებების პროგრამით 400-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
By

იშვიათი დაავადებების პროგრამით 400-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

28 თებერვალს იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღნიშნეს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს იშვიათი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერას. სამინისტროს ინფორმაციით,  პაციენტებს ძვირად ღირებული, სპეციფიკური მედიკამენტებით მკურნალობის კურსი უფინანსდებათ შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:

იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტი, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ფსორიაზი, ფსორიაზული ართრიტი, მძიმე ფორმის რევმატოიდული ართრიტი, ლიპიდდამაქვეითებელი თერაპია – ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადებების შემთხვევაში, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალური მკურნალობა  – დიაბეტური რეთინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა.

ასევე, ფინანსდება აუტოიმუნური იშვიათი დაავადებები: პოლინეიროპათია, გრეივსის დაავადება, მიასთენია, ცელიაკია და სხვა.

იშვიათი და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა ხორციელდება მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში. გასულ წელს აღნიშნული სერვისით 400-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 000 ლარამდე გამოიყო.

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *