კანადა და ჩინეთი პარტნიორები გახდებიან
By

კანადა და ჩინეთი პარტნიორები გახდებიან

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პეკინში ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დამყარდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კარნის განცხადებით, პარტნიორობის სტრატეგიულ დონემდე აყვანით ორივე ქვეყანა იხეირებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში კანადის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
„მნიშვნელოვანია უთანხმოების პერიოდში ახალი სტრატეგიული პარტნიორობა დავამყაროთ“, – თქვა კარნიმ და სი ძინპინს მოუწოდა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ფინანსები.
„ვთვლი, რომ ზუსტად აქ ჩვენ მივაღწევთ დაუყოვნებლივ და მდგრად პროგრესს“, – დასძინა კანადის მთავრობის თავმჯდომარემ.
კანადის პრემიერის ინიციატივას ჩინეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას თქვენთან ჩვენი ისტორიის, ხალხებისა და მსოფლიოს წინაშე არსებული პასუხისმგებლობით, რათა მომავალში ჩინეთ-კანადის ურთიერთობები გავაუმჯობესოთ“, – თქვა სი ძინპინმა.

 

 

  • No Comments
  • იანვარი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *