კაპიტალის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა
By

კაპიტალის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა

ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე, ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს.

ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის.
რაც შეეხება ევროკავშირის ახალ კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოში 47-ე, მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა.

ევროკომისიამ ინდექსის ისტორიული მონაცემებიც გამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამინური კაპიტალის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო 12 წლის განმავლობაში კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და 33-ე ადგილზე იმყოფება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გაერო ამზადებს, რომელიც სტანდარტულად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იწარმოება.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *