კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტის წარდგენა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი წარუდგინა.
შეხვედრაში აჭარისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
,,შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებისგან სამუშაო დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა და პედაგოგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სასკოლო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, ახალი სქემის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები“, – ნათქვამია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გალერეა

