By
კაფე-ბარ „ტყუპების“ დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარ „ტყუპებს“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც, ობიექტების დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნული შენობა-ნაგებობები ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული და ბოლო წლებში განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა.
სამუშაოები მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო ნარჩენებს გაიტანენ და ტერიტორიას დაასუფთავებენ.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ხელს შეუწყობს ბულვარის, როგორც რეკრეაციული სივრცის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე, მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას.
გალერეა

