19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
კახაბერ ზარნაძის სახელობის ტურნირი
By

კახაბერ ზარნაძის სახელობის ტურნირი

მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97

წარმატებით დაასრულეს კახაბერ ზარნაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა.
ტურნირი, რომელიც ორ დღეს მიმდინარეობდა, მკერდაობაში, შერეულ ჭიდაობასა და შერეულ კრივში ჩატარდა.
შერეულ კრივში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი გიორგი შავაძემ, ტატო მანველიძემ და ბექა ქამადაძემ დაისაკუთრეს, მეორე ადგილზე ლადო კახაძე, გიორგი მელაძე, ლუკა ჭაღალიძე, დავით ბაგრატიონი გავიდნენ.
შერეულ ჭიდაობაში ლიკა დოლიძემ – ვერცხლის, ხოლო ვოვა კაკაბაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრებისთვის სპორტსმენები მწვრთნელმა ზვიად ჯაფარიძემ მოამზადა.

  • No Comments
  • ნოემბერი 29, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *