კახა კალაძე: ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა
By

კახა კალაძე: ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა

თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კვლავ აპირებს 5 ოქრომბრის არჩევნებში მონაწილეობას.

„ქალაქის მოქმედი მერი ვარ, ვაპირებ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ღიად ისაუბრა. უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომლებიც აწუხებს თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია გამარჯვებას მოიპოვებს.
„რეიტინგებს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში, როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე მერების თვალსაზრისით, მიიღებს 100-პროცენტიან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *