კეთილწმოწყობილ ბინას 570 ოჯახი მიიღებს
By

კეთილწმოწყობილ ბინას 570 ოჯახი მიიღებს

პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მთავრობის აპარატის უფროს ჯაბა სურმანიძესთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

მშენებლობა სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 570 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინას.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ავარიული სახლები წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ხოლო პროგრამის განხორციელება შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს ბათუმელებისთვის.

პროექტის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენდება 8-სართულიანი კორპუსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადისა და შიდა სივრცის მოწყობა. პარალელურად, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება მაიაკოვსკის ქუჩაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები და მიმდინარეობს გარე და შიდა სივრცეების მოწყობა. ასევე, ე.წ. შანხაის დასახლებაში აშენდება ორი 8 სართულიანი კორპუსი.

მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *