18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

კენჭისყრაში მონაწილეობა 73 833 ამომრჩეველმა, ანუ 30,27%-მა მიიღო

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მაჟორიტარულ ოლქში 300-ვე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

როგორც უსკო-ში განაცხადეს, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – ბათუმში.

-20:00 საათის მდგომარეობით, 28-ე ბათუმის ოლქში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა არის 147 211, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 24,35%-ს. 30-ე ოლქში კი, სადაც ამომრჩევლის რაოდენობა არის 96 681, მონაწილეობდა 37 981 ამომრჩეველი, რაც 39,28%-ია. ჯამში მოვიდა 73 833 ამომრჩეველი და ეს არის 30,27%. რაც შეეხება საჩივრებს, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი საჩივარი, ის იყო საია-ს მიერ წარმოდგენილი, რომელიც იყო პროცედურული სახის. უსკო მას ორი დღის ვადაში განიხილავს, – განაცხადეს უსკო-ში.

ეს მონაცემები რომ შევადაროთ 2016 წლის მეორე ტურის მონაცემებს არჩევნების დღის 20:00 საათისთვის, დღევანდელი მაჩვენებელი 39%-ით ნაკლებია, რადგან მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლების 59,13%- მა მიიღო.

]]>
  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *