კერამიკის სიმპოზიუმი – „ბრილი-არტი“
By

კერამიკის სიმპოზიუმი – „ბრილი-არტი“

ორი კვირის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში კერამიკის სიმპოზიუმი „ბრილი-არტი“ მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი კერამიკოსები, თიხის დამუშავების ოსტატები და მოყვარულები მონაწილეობდნენ.

სიმპოზიუმის ფარგლებში არტ-სესიები, ვორქშოპები, კერამიკული ექსპერიმენტები და თემატური შეხვედრები გაიმართა. ისაუბრეს თიხის ათვისებასა და სოფლის განვითარების თაობაზე.

შუახევის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, წელს პირველად, ერთკვირიანი საბავშვო კერამიკული ბანაკი მუშაობდა რეგიონის გამორჩეული მოსწავლეებისთვის.

პროექტის მიზანია თიხის, როგორც ადგილობრივი რესურსის, ტურისტულ პროდუქტად გარდაქმნა, კერამიკის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მცირე საოჯახო ბიზნესების განვითარება.

სიმპოზიუმის მხარდამჭერია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო. პროექტის ავტორია კერამიკის დიზაინერი ლია კასპელაშვილი.

სიმპოზიუმი დაკავშირებულია საერთაშორისო ფესტივალთან „კერამიკის ალქიმია“ და აჭარის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამასთან „კერამიკა – ტრადიციული რეწვა“.
ბრილში ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დასკვნითი ღონისძიება დღეს, 30 ივლისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება და მოიცავს ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კერამიკულ აქტივობებს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *