19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
კესარია აბრამიძე მოკლეს
By

კესარია აბრამიძე მოკლეს

ტრანსგენდერი ქალი, მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. კესარია აბრამიძის სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ დატოვა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოკლულის სახლი მისვლიდან 14 წუთში.

მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. უკვე დაკავებულია, კადრები შსს გაასაჯაროვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *